„გარედან დაფინანსებული ადამიანები ქმნიან რადიკალურ ფონს, ექსტრემიზმს ახალისებენ, ადამიანებს დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგებენ და შემდეგ მიატოვებენ, რასაც თავისი მიზანი აქვს” – გორდულაძე

„გარედან დაფინანსებული ადამიანები ქმნიან რადიკალურ ფონს, ექსტრემიზმს ახალისებენ, ადამიანებს დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგებენ და შემდეგ მიატოვებენ, რასაც თავისი მიზანი აქვს”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე აცხადებს.

“ერთ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პირების დანაშაულებრივ ქმედებას მოჰყვა შედეგი, გარე ძალების ინტერესები იქნება გატარებული და მათი მართული პირები რევოლუციის გზით მოვლენ ხელისუფლებაში, ხოლო თუ ეს ყველაფერი არ გამოვიდა და, შესაბამისად, სამართალდამცავმა ორგანოებმა თავისი საქმე ბოლომდე გააკეთეს, დამნაშავეებს წარმოაჩენენ, როგორც პოლიტიკური დევნის მსხვერპლებსა და სუბიექტებს“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები