არგენტინაში, საპროტესტო აქციის დროს, 100-მდე ადამიანი დაშავდა

არგენტინაში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი შეტაკებისას, 100-მდე ადამიანი დაშავდა. 48 დემონსტრანტი კი პოლიციამ დააკავა. ინფორმაციას „BBC”-ავრცელებს.
საპროტესტო აქცია საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ მიმდინარეობდა, შეტაკება, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის, მას შემდეგ დაიწყო, როდესაც პროტესტანტებმა ბოთლები და ქვები პოლიციის თანამშრომლებს ესროლეს.
არგენტინის მთავრობას საპენსიო ასაკის გაზრდა სურს, რომელიც ბიუჯეტის დეფიციტის აღმოფხვრას ხელს შეუწყობს, მოსახლეობა კი მათი გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა და ქუჩებში საპროტესტო აქციებს მართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები