რას აცხადებს სოსო ოსორაულის შესახებ კონგოში მყოფი ქართველი სამხედრო

აქ სოსო ოსორაულის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია არც გავრცელებულა, – ამის თაობაზე კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მყოფი ქართველი სამხედრო გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბარში აცხადებს.
„აქ სოსო ოსორაულის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია არც გავრცელებულა. ითქვა, რომ ტყვედ აიყვანეს, თუმცა, მის სავარაუდო დახვრეტაზე, როგორც ავრცელებს ინფორმაციას ქართული მხარე, არავის არაფერი უთქვამს.. რაც შეეხება იმას, თითქოს მოკლეს, დამარხეს და ახლა საფლავის მიგნება ძნელია, ეს ვარაუდი უსაფუძვლობა, რადგან თუ დახვრეტდნენ, მერწმუნეთ, მეამბოხეები ცხედრის გადმოცემითაც ივაჭრებდნენ. ამასთან, თითქმის ყველა დაღუპულის ცხედარი გადმოცემულია და ერთადერთი მიზეზი, რის გამოც სოსოზე ხმები არ ვრცელდება, შესაძლოა, იყოს ის, რომ ბოლო ხანს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გაეროსა და „წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციების“ თანამშრომლებსაც ერჩიან“, – აცხადებს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მყოფი ქართველი სამხედრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები