“ერთი რეჟიმმა იმსხვერპლა, მეორე ავარიამ” – რა ვითარებაში დაიღუპა როინ შავაძის როლის შემსრულებელი

ფილმ „ჰეროკრატიის“ ერთ-ერთი პერსონაჟის, როინ შავაძის როლის შემსრულებელი მსახიობი გიორგი (გიგა) დონდუა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა.
„სამწუხაროა, რომ ორივემ ასე ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე, პირველი რეჟიმის მსხვერპლია, მეორე კი უბედური შემთხვევის. მათ შორის საერთო ის არის, რომ ორივე ახალგაზრდა წავიდა ამ ქვეყნიდან და ნაადრევად დაასრულეს სიცოცხლე. სააკაშვილის რეჟიმმა არამარტო როინ შავაძე შეიწირა, არამედ ბევრი ადამიანის სიცოცხლეც. ყველას თავისი მიეზღვება“, – ამბობს მსახიობი მამუკა ლომაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას.
მამუკა ლომაშვილის ინფორმაციით, ახალგაზრდა მსახიობი გიორგი დონდუა ერთ-ერთ მარკეტთან ტრუატუარზე იდგა, როდესაც ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ტრუტურაზე ავარდა და დაეჯახა. მისივე თქმით, შემთხვევის შემდეგ, დონდუამ სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო და საავადმყოფოში გარდაიცვალა.
რაც შეეხება ფილმ „ჰეროკრატიის“ ერთ-ერთ პერსონაჟს როინ შავაძეს, იგი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, “2008 წლის 16 აგვისტოს, ომიდან ორი დღის დაბრუნებული სენაკის 23-ე ბატალიონის ჯარისკაცი, თავდაცვის სამინისტროს მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მზვერავი როინ შავაძე, ბათუმის ცენტრალური ქუჩიდან ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა აიყვანეს და რამდენიმე საათში მისი ცხედარი აჭარა-გურიის ადმინისტრაციულ საზღვარზე, ქაქუთთან ახლოს იპოვეს. როინ შავაძეს სხეულზე 28 ნატყვიარი და უამრავი დაზიანება ჰქონდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები