მიხეილ სააკაშვილმა და მისი მომხრეებმა ოქტომბრის სასახლეში შეჭრა სცადეს -პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა

„ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა და მისმა მომხრეებმა „იმპიჩმენტის მარშის“ შემდეგ, ოქტომბრის სასახლეში შეჭრა სცადეს, რა დროსაც პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. მოხდა ფიზიკური დაპირისპირებაც. გაზის გაშვების შედეგად, რამდენიმე სამართალდამცველი შეუძლოდ გახდა და სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

სააკაშვილის მხარდამჭერების ნაწილმა ოქტომბრის სასახლეში შეჭრა მოახერხა. მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სწორედ ოქტომბრის სასახლეში, ინსტიტუტის ქუჩაზე განთავსდება „საკოორდინაციო შტაბი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები