რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრაობა პარალიზებულია

   რუსთავში, დღეს დილიდან სამარშუტო ტაქსის მძღოლებმა საპროტესტო აქციები განაახლეს. აქციაში მონაწილეობენ, როგორც რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზების, ასევე შიდა საქალაქო მარშრუტების მძღოლები, ისინი ქალაქის შესასვლელში არიან შეკრებილები. საპროტესტო აქციის გამო რუსთავი-თბილისის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა პრაქტიკულად პარალიზებულია, ქალაქ რუსთავში კი – ნაწილობრივ.
რუსთავის გასასვლელში მობილიზებული არიან სამართალდამცავები. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი ფართომასშტაბიან აქციების გამართვას გეგმავენ.
მძღოლების აქცია გუშინდელ შემთხვევას უკავშირდება – რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზის ერთ-ერთმა მძღოლმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დააასრულა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები