კახაბერ მახათაძე ზესტაფონის მე – 7 საჯარო სკოლის მიერ ორგანიზებული პროექტის პრეზენტაციას დაესწრო
მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ მახათაძე მე – 7 საჯარო სკოლის მიერ ორგანიზებული პროექტის „მიწის ხელოვნებად ქცევის ტექნოლოგია“ – პრეზენტაციას დაესწრო.
მოსწავლეებმა თიხის დამუშავების ტექნიკასა და მის წარმომავლობაზე ისაუბრეს, რომლის საუკუნოვანი ისტორია, სოფელ შროშასთან არის დაკავშირებული. კიდევ ერთხელ ყველამ გაიხსენა, რომ საქართველოში, სადაც მეთუნეობის რამდენიმე უძველესი კერა არსებობს, მათ შორის შროშის როლი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. პროექტის პრეზენტაციისას, მოსწავლეებმა ისაუბრეს, თუ რა ეტაპებს გადის თიხის ნაწარმი, ვიდრე ის საბოლოო სახეს მიიღებს და რა სახის ჭურჭელს ამზადებენ მისგან. ღონისძიების დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტის მერმა მადლობა გადაუხადა მე – 7 სკოლის მოსწავლეებს საინტერესო პრეზენტაციისათვის და აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნლოვანია, მომავალ თაობას ჰქონდეს მეტი ინფორმაცია, საკუთარი მხარის უძველესი კულტურის, ტრადიციების და ისტორიული წარსულის შესახებ, სადაც ზესტაფონის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.