შორაპნის სკოლაში მდინარი ბებიაშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა

შორაპნის საჯარო სკოლაში, ავღანეთში, სამშვიდობო მისიის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურის, მდინარი ბებიაშვილის სახელობის მემორიალური დაფა გაიხსნა. ღონისძიებაში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე, შორაპნის მაჟორიტარი დეპუტატი კობა გოჩალეიშვილი და თვითმმართველობის წარმომადგენლები იღებდნენ.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მდინარი ბებიაშვილი შორაპნის საჯარო სკოლაში 1998 – 2010 წლებში სწავლობდა. მის მშობლიურ სკოლაში დღეს მისი თანაკლასელები, პედაგოგები, მეგობრები, ოჯახის წევრები შეიკრიბნენ და სამშვიდობო ოპერაციის დროს დაღუპული მეომრის ტრაგიკული ისტორია ერთად გაიხსენეს. მდინარი ბებიაშვილი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა. ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლიდან მსახურობდა. მონაწილეობა აქვს მიღებული ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების (ISAF) მისიაში 2012 და 2014 წლებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები