კონკურენციის სააგენტო „სიტროენის” საჩივრის შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ „სიტროენის” საჩივრის შესახებ, განცხადების სახით კომენტარი გააკეთა.
„12 დეკემბერს, შპს “სიტროენ ჯორჯიამ” საქართველოს კონკურენციის სააგენტოში საჩივარი წარმოადგინა, სადაც საუბარია სახელმწიფო შესყიდვებში შეთანხმებული მოქმედების შესახებ. საჩივარი, დაახლოებით, 100 გვერდს შეადგენს.
კონკურენციის სააგენტომ, საჩივარი დაუყოვნებლივ გადაუგზავნა მოპასუხე მხარეებს, საპასუხო პოზიციის წარმოდგენის მიზნით, როგორც ამას „კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლი ითვალისწინებს.
კანონმდებლობის თანახმად, სააგენტო საჩივარს 30 დღის ვადაში შეისწავლის და მხარეთა პოზიციების შეჯერების საფუძველზე, მიიღებს გადაწყვეტილებას მოკვლევის დაწყების ან მოკვლევაზე უარის თქმის თაობაზე, რის შესახებაც მომჩივანს დაუყოვნებლივ ეცნობება“,- ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები