მამუკა მდინარაძე გია გაჩეჩილაძეზე: როდესაც ადამიანი მძიმე ბრალდებებს აყენებს, მას უნდა მოჰყვეს შესაბამისი მტკიცებულება

„როდესაც ადამიანი მძიმე ბრალდებებს აყენებს, მას უნდა მოჰყვეს შესაბამისი მტკიცებულება“, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ–ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე გია გაჩეჩილაძის ბრალდებებს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიმართ. თუმცა, როგორც მდინარაძემ განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე ვერ ისაუბრებს, რადგან მას მხოლოდ ზოგადი სახის ინფორმაცია აქვს.
„თუ მტკიცებულება იქნება, ამ შემთხვევაში გადადის საქმე სამართლებრივ სივრცეში. საქართველოში არის გამოძიება, რომელსაც ძალუძს გაარკვიოს დეტალები და დაადგინოს სიმართლე. აქედან გამომდინარე, თუ ეს იქნება სამართლებრივი დავა, ამის შედეგებს უნდა დაველოდოთ. თუ ეს იქნება ზოგადი განცხადებები, მაშინ ბუნებრივია, მტკიცებულების მოყოლების ვალდებულება აქვს ბრალმდებელს,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები