გაგარინის ქუჩაზე ავარიული საცხოვრებელი კორპუსის დემონტაჟი მიმდინარეობს

თბილისში, გაგარინის #10-ში ავარიული საცხოვრებელი კორპუსის დემონტაჟი მიმდინარეობს.

შენობის დემონტაჟი სპეციალური ტექნიკის მეშვეობით ხორციელდება. ადგილზე დედაქალაქის მერი კახა კალაძე შესაბამისი სამსახურის უფროსებთან ერთად იმყოფება და სადემონტაჟო სამუშაოების აკვირდება.

აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსი წლებია ავარიულ მდგაომრეობაშია. რამდენიმე კვირის წინ თბილისის მერიამ, კორპუსის მცხოვრებლები დროებით იქირით ალტერნატიულ ფართებში გადაიყვანა.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის მიხედვით, შენობა არამდგრადი იყო და ჩამონგრევის მაღალი რისკი არსებობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები