მთავარ სინაგოგაში შეკრებილებს ვიდეოზარის მეშვეობით ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მიმართა

თბილისის მთავარ სინაგოგაში შეკრებილებს ვიდეოზარის მეშვეობით  ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მიმართა.

როგორც “კვირას” საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ისრაელის პრემიერმა ღონისძიებაზე დამსწრეებს ხანუქას დღესასწაული მიულოცა.

ისრაელის მთავრობის მეთაურს ხანუქას დღესასწაული ქართველმა კოლეგამ გიორგი კვირიკაშვილმა მიულოცა.

„მინდა, საქართველოდან მივესალმო საქართველოს დიდ მეგობარს, ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბატონ ბენიამინ ნეთანიაჰუს და მივულოცო მას ხანუქას დღესასწაული.

მინდა, ვუსურვო ებრაელ ხალხს მშვიდობა და, რა თქმა უნდა, მინდა ვუსურვო ქართულ-ებრაულ მეგობრობას კიდევ უფრო ნათელი მომავალი 26 საუკუნე”, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ღონისძიებას, რომელიც თბილისის მთავარ სინაგოგაში იმართება, საქართველოს პრემიერ- მინისტრის გარდა, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, თბილისის მერი კახა კალაძე, დიპლომატიური კორპუსი, რაბინები და ებრაული თემის წარმომადგენლები ესწრებიან.

ხანუქის დღესასწაული 8 დღის განმავლობაში აღინიშნება. ხანუქის სანთლებს ჩვენს წელთაღრიცხვამდე 165 წელს, მაქაბელთა მიერ, იერუსალიმის ტაძრის გაწმენდის, საკურთხევლის კურთხევისა და სატაძრო მსახურების განახლების აღსანიშნავად ანთებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები