ირაკლი კობახიძე ებრაელებს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს-უდიდესია ებრაელი ერის ამაგი ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობისათვის

ამ დღესასწაულს თქვენთან ერთად ზეიმობს ქართველი ხალხიც, რადგან უდიდესია ებრაელი ერის ამაგი და შრომა ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობისა და განვითარებისათვის,- ამ სიტყვებით მიულოცა ებრაელ ერს ხანუქას დღესასწაული საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

როგორც კობახიძის მიერ გავრცელებულ წერილში წერია, ქართველი ხალხი ებრაელი ხალხის გვერდით მუდამ იდგება.

“ქართველი ხალხის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მეგობარ ერს – ებრაელებს ვულოცავ ხანუქას დღესასწაულს!

ეს არის სინათლის დღესასწაული, რაც კეთილის ბოროტზე და სინათლის სიბნელეზე გამარჯვების სიმბოლოა. ამ დღესასწაულს თქვენთან ერთად ზეიმობს ქართველი ხალხიც, რადგან უდიდესია ებრაელი ერის ამაგი და შრომა ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობისა და განვითარებისათვის.

ჩვენი მეგობრობა მრავალ საუკუნეს ითვლის და დარწმუნებული ვარ, რომ ასე გაგრძელდება მომავალშიც – ქართველი ხალხი მუდამ იდგება ებრაელი ხალხის გვერდით.

საქართველოს პარლამენტის სახელით, კიდევ ერთხელ გილოცავთ ხანუქას! გისურვებთ მშვიდობასა და კეთილდღეობას,-ნათქვამია ირაკლი კობახიძის მისალოც წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები