“KOKA & T.BLUES MOB“-ის საღამო “ზაზანოვაში“ ანუ კოკა ცქიტიშვილის კონცერტები ქართველი სტუდენტებისთვის

1 მაისს, კლუბ ,,ზაზანოვაში“ კოკა ცქიტიშვილის ბლუზბენდმა “KOKA & T.BLUES MOB“-ი კონცერტი გამართა. თაყვანისმცემლებს ბენდმა ორი ახალი სიმღერის პრემიერა და უკვე ცნობილი სიმღერების ახალი არანჟირებები შესთავაზა. “კვირა“ შეხვდა  ბენდის ხელმძღვანელს კოკა ცქიტიშვილს და კონცერტის შესახებ შთაბეჭდილების გაზიარება სთხოვა:
– ძალიან კმაყოფილი ვარ ამ საღამოთი, ძალიან სასიამოვნო ატმოსფერო იყო. ბენდმა ახალი თაყვანისმცემლები შეიძინა. მიხარია, რომ მათ შორის ახალგაზრდებიც იყვნენ. მათი რეაქციებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ ახალგაზრდა პუბლიკას მოეწონა ის, რაც ბენდმა ცოცხალი კონცერტის სახით შესთავაზა. ისინი სცენაზე ამოვიდნენ და იცეკვეს კიდეც. ჩვენ ვცდილობთ, რომ მაყურებელს ყოველ ჯერზე ახლებურად აჟღერებული სიმღერები შევთავაზოთ.
“ზაზანოვამდე“ კონცერტი უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გავმართეთ. გაოცებული დავრჩი, როცა ვნახე, რომ მასზე დასასწრებად 400 სტუდენტი იყო მოსული. ძალიან მინდა, რომ ბლუზით რაც შეიძლება ბევრი ადამიანი დაინტერესდეს. სხვათა შორის, დანიაში ყოფნის დროს იქაურ არტ – სკოლაში მასტერ კლასები გავმართეთ, კარგი იქნება, თუკი მსგავსი ტრადიცია საქართველოშიც დამკვიდრდება. მომავალში კოკა ცქიტიშვილის ბლუზბენდი “KOKA & T.BLUES MOB“- კონცერტებს საქართველოს სხვა უმაღლეს სასწავლებლებშიც გამართავს. ივლისში კი ბენდი სამხრეთ ესპანეთის ბლუზ-ფესტივალ “Mijas Blues Festival“ -ზეა მიწვეული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები