შუახევში მეწყერი ჩამოწვა

შუახევში, რუსთაველის ქუჩის გზის მონაკვეთზე, მეწყერი ჩამოწვა.

შუახევის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ომარ ტაკიძემ, შუახევის ადმინისტრაციული ერთეულის რწმუნებულ გია დავითაძესთან ერთად, აღნიშნული ტერიტორია მოინახულა.

გზის გაწმენდით სამუშაოებში ჩაერთო შესაბამისი ტექნიკა და ამ დროისათვის შესაძლებელია ამ მონაკვეთზე შეუფერხებლად გადაადგილება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები