სოფელ საქობოში ,,ოფთალმიჯის“ ექიმებმა მოსახლეობას უფასო კონსულტაციები გაუწიეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში საქველმოქმედო აქცია ჩატარდა. სამედიცინო ცენტრ ,,ოფთალმიჯის“ ექიმებმა მოსახლეობას უფასო კონსულტაციები გაუწიეს. აქციაზე იმყოფებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე კარლო ჯამბურია, მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი და საკრებულოს წევრები. საკრებულოს თავმჯდომარე კარლო ჯამბურიამ აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის საქველმოქმედო აქციები მომავალშიც განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები