ირაკლი კობახიძე: ყველა სამინისტროში არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ ყველაზე მეტი ცოდნა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და შეიძლება, შენ გითხრან ევროპული ბიუროკრატიიდან, რომ ვიღაც სხვა უნდა წამოვიდეს, იმიტომ, რომ ესტონეთმა დაუწესა სანქცია ამ შენს კონკრეტულ თანამდებობის პირს, ასეთ შეურაცხმყოფელ მიდგომას ჩვენ ვერ გავყვებით, ჩვენ ვართ ღირსეული სახელმწიფო და სახელმწიფოს ღირსება ბოლომდე უნდა დავიცვათ
ყველა სამინისტროში არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ ყველაზე მეტი ცოდნა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და შეიძლება, შენ გითხრან ევროპული ბიუროკრატიიდან, რომ ეს ყველაზე მცოდნე და კომპეტენტური ადამიანი კი არ უნდა წამოვიდეს, ვიღაც სხვა უნდა წამოვიდეს, იმიტომ, რომ ესტონეთმა, მარგუს ცაჰკნამ თუ ვიღაცამ დაუწესა სანქცია ამ შენს კონკრეტულ თანამდებობის პირს. რა თქმა უნდა, ასეთ შეურაცხმყოფელ მიდგომას ჩვენ ვერ გავყვებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი ლაივში“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დელეგაციის დაკომპლექტება ხდება სწორედ ცალკეულ საკითხზე ყველაზე კომპეტენტური ადამიანებით.
„ჩვენ ვართ ღირსეული სახელმწიფო და სახელმწიფოს ღირსება ბოლომდე უნდა დავიცვათ. რაც შეეხება ევროპული ბიუროკრატიის მიდგომას, სწორედ ისინი აჩვენებენ, რომ ღირსებაზე ბოლომდე ამბობენ უარს, როდესაც ბოლომდე გაურბიან ყველანაირ დისკუსიას, მათ შორის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით. სათქმელი არ აქვთ უბრალოდ არაფერი, მათ შორის ადამიანის უფებების თემაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.