რომელი მართვის მოწმობები იცვლება 2018 წლის 1 იანვრამდე?

2006 წლის 1 აპრილამდე საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდებათ 2018 წლის 1 იანვრამდე – ამის შესახებ „კვირას“ მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილ ინფორმაციაშია ნათქვამი.

როგორც უწყებაში განმარტავენ, მართვის მოწმობის შესაცვლელად მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში მოქალაქემ უნდა წარადგინოს: ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და არსებული მართვის მოწმობა. მართვის მოწმობის შეცვლის ღირებულებაა 15 ლარი, დაკარგულის აღდგენის შემთხვევაში კი – 35 ლარი.

ასევე აღსანიშნავია, რომ იმ მართვის მოწმობებს, რომლებიც აღებულია 2006 წლამდე, თუმცა შეცვლილია 2006 წლის შემდეგ, იურიდიული ძალა უნარჩუნდებათ და არ არის საჭირო მათი გამოცვლა.

„მნიშვნელოვანია, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქემ 1 იანვრამდე ვერ შეცვალა მართვის მოწმობა, ავტომობილის მართვა შეეძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მართვის მოწმობას შეცვლის. მოქალაქეები მართვის მოწმობის შესაცვლელად, 2018 წლის 1 იანვრის შემდეგაც არ ჩააბარებენ არც თეორიულ და არც პრაქტიკულ გამოცდას. საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში აღნიშნული ცვლილება ძალაში შევიდა 2014 წლის 1 მარტიდან. ცვლილების ამოქმედებისთანავე მომსახურების სააგენტოში მართვის მოწმობების შეცვლა ეტაპობრივად მიმდინარეობს.

2006 წლის 1 აპრილამდე საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდებათ 2018 წლის 1 იანვრამდე .

მართვის მოწმობები, რომლებიც აღებულია 2006 წლამდე, თუმცა შეცვლილია 2006 წლის შემდეგ, იურიდიული ძალა უნარჩუნდებათ და არ არის საჭირო მათი შეცვლა.

მოქალაქეები მართვის მოწმობის შესაცვლელად, 2018 წლის 1 იანვრის შემდეგაც არ ჩააბარებენ არც თეორიულ და არც პრაქტიკულ გამოცდას“, – აცხადებენ შს-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები