თბილისში ამინდის გაუარესების გამო, გზებზე მარილის დაყრა მიმდინარეობს

თბილისში ამინდის გაუარესების გამო, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე, კერძოდ, კოჯორში თოვლისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები და ტექნიკური მარილის დაყრა უკვე დაწყებულია.

„თბილსერვის ჯგუფი“ მოსახლეობას მოუწოდებს, სიფრთხილე გამოიჩინონ და აღნიშნულ ტერიტორიაზე, ზაფხულის საბურავებიანი ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და საჭიროების შემთხვევაში, გზის გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.

პრობლემის შემთხვევაში, გთხოვთ, დარეკოთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე: 2 61 90 50, ან თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22″, – აცხადებენ “თბილსერვის ჯგუფში”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები