ჯავახიშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემა სრულად განახლდა

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ჩუღურეთის რაიონში, ჯავახიშვილის ქუჩაზე 1 კილომეტრზე მეტი წყალმომარაგების ქსელი, ახლით შეცვალა. განახლებულ სისტემაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურული ელემენტები: 5 ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და 2 სახანძრო ჰიდრანტი დამონტაჟდა.

რეაბილიტაციის შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ჯავახიშვილის და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობის წყალმომარაგება. აღნიშნულ პროექტში, კომპანიამ 260 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს ხვალ განახორციელებს. აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც  ხვალ, 7 დეკემბერს,  13:00 საათიდან  8 დეკემბრის, დილის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

ჩუღურეთის  რაიონში: ივ. ჯავახიშვილის, კონსტიტუციის ქუჩებს; წინამძღვრიშვილის და კიტა აბაშიძის ქუჩების ნაწილს;

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით –  www.gwp.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები