დავით საყვარელიძე: მიხეილ სააკაშვილის სახლის კარს სპეცრაზმი ამტვრევს

უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, დავით საყვარელიძის ინფორმაციით, იმ ბინის კარს, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, სპეცრაზმი ამტვრევს. ამის შესახებ დავით საყვარელიძემ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა.
როგორც მის პირდაპირ ჩართვაშია ნაჩვენები, ბინაში ჩხრეკა მიმდინარეობს.
„მიხეილ სააკაშვილის სახლში კარს ამტვრევენ! კოსტიოლნის ქუჩა, ბინა 32, ვიკრიბებით!“,- წერს საყვარელიძე.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი შენობის სახურავზე იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები