ფიტარეთში ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღავლინა

მართლმადიდებლური სამყარო ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს აღნიშნავს. დღეს, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე, ფიტარეთის მამათა მონასტერში ყოველწლიურად განსაკუთრებული ხალხმრავლობაა.

სადღესასწაულო ღვთისმსახურება ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა აღავლინა და მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა.
ღვთისმსახურებას ფიტარეთის ტაძარში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი დაესწრო.

„ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება ერთ-ერთია ეკლესიის მიერ დადგენილ 12 საუფლო დღესასწაულს შორის, გილოცავთ ყველას, შეგეწიოთ დღევანდელი დღის მადლი. დედა ღვთისმშობელი ჰფარავდეს თქვენს ოჯახებსა და სრულიად საქართველოს!“, – აღნიშნა ბოლნისის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები