“საქართველოსთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი წარმატებული იყო”

ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა და ევროპის სამეზობლო ფონდების ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ნოემბერში ჩატარებული სამიტი საქართველოსთვის წარმატებული იყო.
საქართველოს პარლამენტი საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციას „ევროკავშირი და პარტნიორები – მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის“ მასპინძლობს.
სამიტზე საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების მხარდაჭერისა და დახმარების მზადყოფნა გამოითქვა.
„ეს კონფერენცია იმართება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტიდან რამდენიმე დღის შემდეგ, რომელიც, ვფიქრობ, იყო წარმატებული. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების მხარდაჭერისა და დახმარების მზადყოფნა გამოითქვა. ასეთი აზრთა გაცვლა მნიშვნელოვანია, რადგან ეს ეხმარება, ერთი მხრივ, საქართველოს – დაინახოს ევროპული პარლამენტების მოწადინება და მეორე მხრივ, გვეხმარება ჩვენ – მოვახდინოთ პრობლემებისა და საკითხების იდენტიფიცირება რათა მეტად დავეხმაროთ საქართველოს“, – განაცხადა კრისტიან ვიგენინმა.
ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა და ევროპის სამეზობლო ფონდების ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, ეს არის მაღალი დონის კონფერენცია და ის ფაქტი, რომ ქვეყნის ხელისუფლება მის გახსნას დაესწრო, ცხადყოფს რამდენად მნიშვნელოვანია ეს საქართველოსთვის. მისივე შეფასებით, ევროპული მხარის დასწრება არის საკმაოდ მაღალი დონის, რადგან კონფერენციაზე წარმოდგენილია როგორც ევროპულ საქმეთა კომიტეტი ასევე, სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტარები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები