11 თვეში საქართველოს 7 მილიონამდე საერთაშორისო მოგზაური ეწვია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა საქართველოში ნოემბრის თვეში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორებისა და ტურისტების სტატისტიკური მონაცემები შეაჯამა. გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, 2017 წლის იანვარი-ნოემბრის თვის მონაცემებით, საქართველოს 6,954,932 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 1,081,031-ით მეტია, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.  (ზრდა +18.4%)

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, 11 თვეში  იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, 3,243,963  შეადგინა, რაც 701,371-ით მეტია, 2016 წლის იანვარ- ნოემბრის  მაჩვენებელზე (ზრდა +27.6%).

მისივე ინფორმაციით, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ – ნოემბერში გამოირჩნენ გაერთიანებული სამეფო +39.7%, ავსტრია +35.6%, ნიდერლანდები +32.7%, ესპანეთი +30.5%, საფრანგეთი +29.7% და გერმანია +27.4%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: იორდანია +327.2%, საუდის არაბეთი +165.7%, ქუვეითი +152.4%, ირანი +121.1%, ინდოეთი +66.6%, უზბეკეთი +57.9%, ჩინეთი +53.2%,  აშშ +24.2% და სხვა.

2017 წლის იანვარ – ნოემბრის თვეში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+10.9%), სომხეთიდან (+14.9%), რუსეთიდან (+33.4%), თურქეთიდან (-3.2%) და ირანიდან (+121.1%) განხორციელდა.

რაც შეეხება 2017 წლის ნოემბრის თვის სტატისტიკას, ამ თვეში  საქართველოს 524,108 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 64,851-ით მეტია (ზრდა +14.1%).

გიორგი ჩოგოვაძის თქმით, ნოემბრის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 201,056 შეადგინა, რაც 36,044-ით მეტია, 2016 წლის ნოემბრის მაჩვენებელზე (ზრდა +21.8%).

2017 წლის ნოემბრის  თვეში ყველაზე მეტი ვიზიტი სომხეთიდან (+7.2%), აზერბაიჯანიდან (+11.2%),  თურქეთიდან (+6.8%), რუსეთიდან  (+35.2%) და ირანიდან (+92.5%) განხორციელდა.

ნოემბერში პოზიტიური ტენდენციაა ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, ნოემბრის თვეში გამოირჩნენ:  გაერთიანებული სამეფო +34.5%,  საფრანგეთი +18.3%, იტალია +14.8% და სხვა.  განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან ირანი +92.5% , ისრაელი +42.3%, ბელარუსი +41.5%, ინდოეთი +40.6%, რუსეთი +35.2%, ა შ შ +19.3% და სხვა.

გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, 2017 წლის II კვარტლის მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 658.7 მილიონ დოლარს (ზრდა +27.8%), რაც 143 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 2017 წლის I-II კვარტლების ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 1.1 მილიარდ (1,093,280,615)  დოლარს (ზრდა +26%), რაც 225 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2017 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით შეადგენს 6.9%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +12.2%-ია.

ჩოგოვაძის ინფორმაციით, 2017 წლის I-II კვარტლების ჯამური მონაცემებით, ტურიზმის წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6.7% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +8.8%.

2017 წლის იანვარი-ოქტომბრის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადასახადო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 1,799,989 ათასი ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით,  +33.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები