ერთი წლის შემდეგ ბოლნისის „სიონი” კვლავ ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა

ეროვნული ლიგის “ფლეი-ოფის” განმეორებით შეხვედრაში ბათუმის “დინამო”, ბოლნისის “სიონთან“ თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა, შესაბამისად, „სიონი“ ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა. თამაში “რაგბი არენაზე“ შედგა.

თამაშს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი დაესწრო. თამაშის დასრულების შემდეგ მუნიციპალიტეტის მერმა „სიონის“ გულშემატკივარს გუნდის წარმატება მიულოცა.

„დასრულდა “ფლეი-ოფის” გადამწყვეტი თამაში ბოლნისის „სიონსა“ და ბათუმის „დინამოს“ შორის. ბოლნისის გუნდმა მოპოვებული  გამარჯვებით ეროვნულ ლიგაში გადაინაცვლა და დაამტკიცა, რომ გუნდი იმსახურებს უფრო მეტი წარმატებისთვის ბრძოლას. მინდა თითოეულ ფეხბურთელს, კლუბის ხელმძღვანელობასა და გულშემატკივარს მივულოცო დღევანდელი გამარჯვება, ეს ყველას წარმატებაა. ერთი წლის წინ ალბათ ყველასთვის წარმოუდგენელი იყო, რომ ასე მალე შეძლებდა გუნდი ეროვნულ ლიგას დაბრუნებოდა, თუმცა, როდესაც არის სწორი მენეჯმენტი და მეტი მოტივაცია ფეხბურთელებში, შეუძლებელი არაფერია. მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს მომავალ ჩემპიონატში. ბოლნისის „სიონი“ მთელი მუნიციპალიტეტის ტრადიციაა და ის აუცილებლად დაიბრუნებს ძველ დიდებას“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები