საქართველოს უროლოგთა ასოციაციამ 2018 წელი ონკოუროლოგიის წლად გამოაცხადა

სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ საქართველოს უროლოგთა ასოციაციისა და ევროპის უროლოგიის სკოლის ერთობლივი კონგრესი ჩატარდა. კონფერენციის მიზანი უროლოგიური დაავადებების მართვის თანამედროვე, ევროპული პრინციპების გაცნობა და ქართველი უროლოგების ცოდნის დონის ამაღლებაა.

საქართველოს უროლოგთა ასოციაციის ინიციატივით, 2018 წელი უროლოგიაში ონკოუროლოგიის წლად გამოცხადდა. აღნიშნული შეთანხმება მიმდინარე კონგრესზე უროლოგიის ასოციაციის წარმომადგენლებმა მომიჯნავე სფეროს – რადიოლოგებსა და ონკოლოგებთან ერთად მიიღეს. სტატისტიკის მიხედვით, ონკოუროლოგიურ დაავადებათა ახალმა შემთხვევებმა 2015 წლიდან 2 ჯერ იმატა. სწორედ ამიტომ, საქართველოს უროლოგთა ასოციაცია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამ დაავადების პრევენციას და სკრინინგს გეგმავს. ჰუმანიტარული აქციები კი პირველ ეტაპზე, ისეთ დიდ ქალაქებს მოიცავს, როგორებიცაა თბილისი, ქუთაისი, ბათუმი.

კონგრესს საქართველოს 6 პროფესიული ასოციაცია და 20-მდე კლინიკური წარმომადგენლობა ესწრებოდა. ღონისძიება ევროპის უროლოგთა ასოციაციის ეგიდით ჩატარდა და მას უროლოგიისა და ონკოუროლოგიის მსოფლიო დონის ექსპერტები ესწრებოდნენ, გერმანიიდან, ავსტრიიდან, ჩეხეთიდან, იტალიიდან, რუსეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან. მოწვეულ სტუმართა შორის პოსტსაბჭოთა და ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებიც იყვნენ. აღნიშნულმა კონგრესმა უნდა დაასაბუთოს და ხაზი გაუსვას საქართველოს, როგორც კავკასია-ცენტრალური აზიის რეგიონის ლიდერს უროლოგიასა და მის მომიჯნავე სპეციალობებში, კერძოდ, ონკოლოგიაში, რადიოლოგიაში, რადიაციული ონკოლოგიაში.

მსგავსი ფორმატის სამეცნიერო ღონისძიება უროლოგიასა და ონკოლოგიაში პირველად გაიმართა საქართველოში და იგი დასაბამს მისცემს ყველაზე თანამედროვე, ე.წ. მულტიდისციპლინურ მიდგომას მედიცინასა და კონკრეტულად ონკოლოგიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები