ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ბაღების დირექტორებს შეხვდა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე საჯარო ბაღების დირექტორებს შეხვდა და მისი სამოქმედო გეგმა გააცნო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, კახაბერ გვანცელაძემ მისი სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა და განაცხადა, რომ მისი პრიორიტეტებია ბაღებში ბავშვთა უსაფრთხოება, ბაგა-ბაღების მშენებლობა, საერთაშორისო სტანდარტების ინტეგრირება, პოზიტიური გარემოს შექმნა, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა, ინსტიტუციური განვითარება და გამჭვირვალობა.

პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ბაგა-ბაღების დირექტორებმა კახაბერ გვანცელაძეს შეკითხვები მათთვის ყველაზე პრობლემატური საკითხების ირგვლივ დაუსვეს. სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, მისი მუშაობა პრობლემების მოგვარებასა და სისტემის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები