ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მოზარდის ოპერაცია დასრულდა – რას აცხადებენ საავადმყოფოში

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ხორავას ქუჩაზე დაჭრილი, 51 -ე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლის ოპერაცია დასრულდა.
როგორც „კვირას“ საავადმყოფოში განუცხადეს, დ. ს-ძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია. იგი კლინიკის რეანიმაცულ განყოფილებაში ხელოვნური მართვის სუნთქვაზე იმყოფება.
პაციენტი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ავთანდილ იმედაძის თქმით, პაციენტს გულ-მკერდისა და მუცლის არეში შემავალი ჭრილობები აღენიშნებოდა, ასევე, დაზიანებული ჰქონდა მაგისტრალური სისხლძარღვები, კერძოდ, ბარძაყის არტერია, ვენა და აღნიშნულის გამო, პრაქტიკულად, მოზარდის წნევა საავადმყოფოში შესვლისას ნული იყო.
შეგახსენებთ, რომ ნაშუადღევს, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი დანით დაჭრეს, მათგან ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაიწყო. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები