არჩილ თალაკვაძემ შიდსის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ეროვნულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ შიდსის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ეროვნულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

კონფერენციაზე, რომელსაც სამთავრობო, არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, ტენდენციები და შიდსის ეპიდემიის დასრულების სამოქმედო ინიციატივა განიხილეს.

კონფერენციაზე ხელი მოეწერა, ასევე, დეკლარაციას „დავასრულოთ შიდსის ეპიდემია საქართველოში”, რაც 2020 წლამდე შიდსით ინფიცირების სრულად აღმოფხვრას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები