ვლადიმერ იმნაძე მიხეილ ჯავახიშვილის შთამომავალს, ანა ჯავახიშვილს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე მიხეილ ჯავახიშვილის შთამომავალს, ანა ჯავახიშვილს შეხვდა.

“ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს უნიჭიერესი, მომავალი მწერალი, ანა ჯავახიშვილი ესტუმრა. დიდი მიხეილ ჯავახიშვილის შთამომავალს, სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე შეხვდა, ანას ჩანახატის „ჯარისკაცის” შესახებ შთაბეჭდილებები გაუზიარა, წარმატებები უსურვა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა”,- აცხადებენ ვეტერანების სამსახურში.

ანამ ჩანახატი „ჯარისკაცი” ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფლებისათვის დაღუპულ გმირებს მიუძღვნა.  ანა ჯავახიშვილი 15 წლისაა და 52-ე სკოლის მოსწავლეა, ის მეგობრებთან და თანატოლებთან მანანა ბეგიაშვილის ლიტერატურულ სახელოსნოში წერის ხელოვნებას ეუფლება.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მადლობას უცხადებს ანა ჯავახიშვილის და წარმატებებს უსურვებს შემოქმედებით სარბიელზე.

 

R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები