პეკინის ქუჩაზე შუქნიშნები ხმოვანი შეტყობინების მოწყობილობებით აღიჭურვა

პეკინის ქუჩის შვიდ გზაჯვარედინზე არსებულ შუქნიშნებზე ხმოვანი შეტყობინების მოწყობილობები დამონტაჟდა. დღეიდან, მხედველობაშეზღუდული შშმ პირები ქვეითთა გადასასვლელის გადაკვეთამდე შუქნიშნის მწვანე ნათების შესახებ ინფორმაციას ხმოვანი სიგნალით მიიღებენ.

პეკინის ქუჩაზე, ვაჟა-ფშაველას გამზირიდან 26 მაისის მოედნამდე, შვიდივე გზაჯვარედინზე არსებულ შუქნიშნებზე, სულ 27 მოწყობილობა დამონტაჟდა. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უახლოეს ხანებში ხმოვანი მოდულები დედაქალაქის კიდევ მინიმუმ 5 შუქნიშნიან გზაჯვარედინს შეემატება. დღემდე თბილისში სულ ასეთი 18 ობიექტი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები