ვერაზე დაჭრილ მოზარდს ოპერაცია უტარდება

თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრილ ერთ-ერთ მოზარდს ოპერაცია უტარდება.
ამის შესახებ „კვირას“ რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადეს.
მათივე ცნობით, დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც “კვირასთვის” გახდა ცნობილი, ის 51-ე სკოლის მოსწავლე დ.ს-ძეა.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე, სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, ორი მოზარდი დაჭრეს. ერთ-ერთი მათგანი ალადაშვილის კლინიკაში შეყვანამდე გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები