ირაკლი სესიაშვილი: სუს -ი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ნდობის ჯგუფის წინაშე წარდგეს

თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განაცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ნდობის ჯგუფის წინაშე წარდგეს.
მისივე განმარტებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ნდობის ჯგუფთან როდის და რა ფორმით გამოცხადდება, საზოგადოება მოგვიანებით შეიტყობს.
“ვისაუბრეთ, მათ შორის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. მე მინდა დავადასტურო, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მზადყოფნას გამოთქვამს, წარდგეს პარლამენტის წინაშე, ნდობის ჯგუფის წინაშე და გააცნოს პირველადი ინფორმაცია ჩატარებული ოპერაციის და მოვლენის შესახებ.
თარიღს, მოგვიანებით შეგატყობინებთ, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო უსაფთხოების სამსახურს ექნება დადასტურებული ინფორმაცია”, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები