უამინდობის გამო მაღალმთიანი აჭარის 12 სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაიშალა

უამინდობის გამო მაღალმთიანი აჭარის 12 სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა.

როგორც „კვირას“ აჭარის განათლების სამინისტროში განუცხადეს, მოსწავლეები არ გამოცხადდნენ ხულოს რვა, შუახევის სამ და ქედის ერთ საჯარო სკოლაში.

მათივე ცნობით, დღეს გაცდენილი საათები, შაბათის ხარჯზე ანაზღაურდება.

მაღალმთიან აჭარაში ინტენსიურად თოვს. თოვლის საფარი გოდერძის უღელტეხილზე ერთ მეტრს აჭარბებს, რის გამოც, ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები