ბოლნისში, ახალგაზრდა მამაკაცი არყის გამოსახდელ ქვაბში ჩავარდა და სხეულის 60-პროცენტიანი დამწვრობა მიიღო

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც არყის გამოსახდელ ქვაბში ჩავარდა და სხეულის 60 -პროცენტიანი დამწვრობა მიიღო, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

შემთხვევა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.

როგორც „კვირას“ იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, 43 წლის მამაკაცი ხილის არაყს ხდიდა და შემთხვევით გამოსახდელ ქვაბში ჩავარდა.

მისივე თქმით, პაციენტს შემთხვევის შედეგად მიღებული აქვს მე-2 – მე-3 ხარისხის დამწვრობა.
„პაციენტს, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, სხეულის ქვედა და ზედა კიდურების, გულ-მკერდის, დუნდულებისა და შორისის მოდამოების დამწვრობა აღენიშნება. ამ ეტაპზე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება“, – განუცხადა „კვირას“ გუგა ქაშიბაძემ.
იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები