სამგორში მდებარე სამი საბავშვო ბაღიდან აღსაზრდელები გაიყვანეს

სამგორის რაიონში მდებარე სამ საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია.  თბილისის მერიის ინფორმაციით, სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია მე-16, 109-ე და 86-ე საჯარო ბაგა-ბაღებში.
“სამგორის რაიონში მიმდინარე სპეცოპერაციის გამო, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, თბილისის მე-16, 109-ე და 86-ე საჯარო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია.
აღნიშნული სამი საბავშვო ბაღი სპეცოპერაციის ეპიცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს, საიდანაც აღსაზრდელები უკვე გაიყვანეს”, – აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები