გია ვოლსკი: ძალოვანი სტრუქტურების საქმიანობას სჭირდება მხარდაჭერა, როდესაც მსოფლიო ასეთი არასტაბილურია

ძალოვანი სტრუქტურების საქმიანობას სჭირდება მხარდაჭერა, როდესაც მსოფლიო ასეთი არასტაბილურია, – ამ განცხადებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციას გამოეხმაურა.

ვოლსკი ამბობს, რომ წინასწარ კომენტარს არ გააკეთებს, რადგან თვლის, რომ აღნიშნულ თემაზე, კომპეტენტური სტრუქტურები უკეთესად ისაუბრებენ დეტალებში.

„მე ვფიქრობ  საზოგადოებასა და ორგანიზციებს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საზოგადოების მხრიდან შესაბამისი ძალოვანი სტრუქტურების მხარდაჭერა და მათ მიმართ სოლიდარობა, რომლებიც მუშაობენ ჩვენი უსაფრთხოებისათვის. მე ვამბობ, რომ ძალოვანი სტრუქტურები მუშაობენ ინტენსიურად და ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, მათ საქმიანობას სჭირდება მხარდაჭერა, როდესაც მსოფლიო ასეთი არასტაბილურია“,- აცხადებს ვოლსკი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები