თამარ ბაგრატია ჩეხეთის გეოლოგიის სამსახურის უფროსს შეხვდა

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია ჩეხეთის რესპუბლიკის გეოლოგიის სამსახურის უფროს დენეკ გვენერას და ჩეხ გეოლოგებს შეხვდა.

შეხვედრაზე  ქართველმა და ჩეხმა გეოლოგებმა დუშეთის მუნიციპალიტეტში ერთობლივად განხორციელებული პროექტის შედეგები წარმოადგინეს.

პროექტის ფარგლებში, დუშეთის რამდენიმე დასახლებულ პუნქტში მეწყრების მონიტორინგის საპილოტე სისტემა  დამონტაჟდა, შეიქმნა  გეოლოგიური საფრთხეების ზონირების რუქა და გეოლოგიური პროცესების მონაცემთა ბაზა, რაც ხელს შეუწყობს მაღალი საფრთხის ტერიტორიებზე მონიტორინგის გაძლიერებას.

პროექტი ჩეხეთის განვითარების სააგენტოს  (CzDA)  მიერ  დაფინანსდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები