არსებული ინფორმაციით, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციისას, სამი ადამიანი დაიჭრა

არსებული ინფორმაციით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის დროს, სამი ადამიანი დაიჭრა, თუმცა ოფიციალურად მხოლოდ ერთი დასტურდება.

„კვირას“ ინფორმაციით, სპეცრაზმელი, რომელიც ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი, თავშის არეშია დაჭრილი. დანარჩენი ორი ადამიანის ვინაობა და მათი ჯანმრთელობის მდგომრეობა ამ ეტაპზე უცნობია.

გაბრიელ სალოსის ქუჩის მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ ის ადამიანები, ვისი დაკავების სპეცოპერაციაც ამ წუთებში მიმდინარეობს, უკვე 2 წელია, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, კონკრეტულ ბინაში ცხოვრობენ. მეზობლების თქმით, ისინი საქართველოს მოქალაქეები არ არიან. ისინი ამბობენ, რომ დაკავების ღონისძიებების დაწყება მათთვის მოულოდნელი იყო, რადგან სავარაუდო ეჭვმიტანილებისთვის აქამდე საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ.
შეგახსენებთ, რომ სპეცოპერაცია 16 საათზე მეტია, მიმდინარეობს. ამ წუთებში სპეცრაზმი ცდილობს დანაშაულში ეჭვმიტანილები აიყვანოს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არასრულწლოვნებს ტერიტორიის დატოვებაში ეხმარებიან. სროლისა და აფეთქების ხმა, აღნიშნულ მისამართზე, მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები