ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლში 6-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი

სინოპტიკოსების ინფორმაციით, 22 ნოემბრიდან ამინდის გაუარესების გამო, ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლში 6-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.
მათივე თქმით, უამინდობა სამი დღის მანძილზე გაგრძელდება.
„22 ნოემბრიდან დასავლეთ საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. შესაბამისად, ფოთი-ყულევის სანაპირო ზოლში, მომდევნო სამი დღის მანძილზე, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი, რომლის სიჩქარე 15 მეტრი წამში იქნება. საშტორმო მდგომარეობა 24 ნოემბრამდე შენარჩუნდება“, – აცხადებენ სინოპტიკოსები.
მათივე ინფორმაციით, ამინდის გაუარესება 25 ნოემბრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები