გირჩის“ ლიდერის თქმით, საზმაუს ტერიტორიის გაყიდვა სახელმწიფოსთვის მომგებიანი იქნება

ოპოზიციური პარტია “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, მიიჩნევს, რომ ის ადგილი, სადაც დაგეგმილია საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის აშენება, კომერციულად მომგებიანია.
ჯაფარიძე აცხადებს, რომ შენობის გასაყიდად გამოტანის შემთხვევაში, გამოჩნდება მისი შეძენის ბევრი მსურველი, რომელიც ბიუჯეტში ფულს შეიტანს.
„გაირკვა, რომ აშენებენ ახალ შენობას და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ საქართველოს მოსახლეობამ უნდა ავუშენოთ გადახდილი გადასახადებით ახალი შენობა ტელევიზიას, რომელსაც არავინ უყურებს. ის ადგილი, სადაც მაუწყებლის ახალი შენობის აშენება იგეგმება, კომერციულად მომგებიანი ადგილია. ეს ადგილი, რომ სახელმწიფომ გამოიტანოს გასაყიდად თავისი შენობით დარწმუნებული ვარ, რომ გამოჩნდება მსურველი, ვინც იყიდის და კარგ რაღაცას გააკეთებს. ის ფულს კი არ მოითხოვს ბიუჯეტიდან, არამედ პირიქით ფულს შეიტანს ბიუჯეტში და სამუშაო ადგილებს გააჩენს. საზმაუ საიდან გაუშვებს თავის სიგნალს, მაგას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“, – განუცხადა „პირველს“ ზურაბ ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, რომ არა სახელმწიფო დაფინანსება, ეს ტელევიზია არ იარსებებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები