კახა კალაძე: მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ “ყაზტრანსგაზს”, ისინი ვალდებული არიან, მივიდნენ და შეამოწმონ გაზქურები
გვინდა, რომ დედაქალაქის მცხოვრებლები CO-თი მოწამვლისგან დაზღვეულები იყვნენ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ “ყაზტრანსგაზ-თბილისისა” და მერიის ერთობლივ კამპანიასთან დაკავშირებით განაცხადა.
“მივესალმები ამ აქციას და წამოწყებას, შესაბამისად, ვისაც სურვილი ექნება, შეუძლია, მიმართოს “ყაზტრანსგაზს”. ისინი ვალდებული არიან, მივიდნენ და შეამოწმონ, თუ როგორ არის დამონტაჟებული გაზქურები, რაიმე პრობლემას ხომ არ წარმოადგენს, იმისთვის, რომ თავიდანვე ვიყოთ დაზღვეულები და ადამიანები დავიცვათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.