დათო ოქიტაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისში უნივერსიტეტის ასაშენებლად 1 000 000 000 ევრო გადარიცხა

ბიძინა ივანიშვილმა 1 000 000 000 € გადარიცხა ქუთაისში უნივერსიტეტის ასაშენებლად – ამის შესახებ კულტურის პალატის ხელმძღვანელი დათო ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ბიძინა ივანიშვილმა 1 000 000 000 € გადარიცხა ქუთაისში უნივერსიტეტის ასაშენებლად, რომელიც 60 000 სტუდენტს დაიტევს.
მშენებლობა დასრულდება 2 წელიწადში. P:S “საინტერესოა რომელიმე თქვენგანს თუ გიფიქრიათ. თუნდაც მიზერი თანხის სადმე გადარიცხვა? უბედურებაა ამდენი უმადური და დაუნახავი ადამიანი ქვეყანაში!“, – წერს ოქიტაშვილი.
ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სამუშაოები დაიწყო.
„ქართუ ჯგუფის” პროექტების ხელმძღვანელის ვახტანგ ცაგარელის განცხადებით, ამ დროისთვის ტერიტორიაზე ქვაბულის ამოთხრა მიმდინარეობს. ამის შემდეგ მშენებელობა დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები