კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა

20 ნოემბერს კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომა კასპის #30 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნანა ნონიაშვილმა გახსნა, რომელმაც შეკრებილებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კასპის საოლქო კომისიის შედეგები კიდევ ერთხელ გააცნო. შემდეგ სხდომის მსვლელობის გაგრძელების უფლებამოსილება, უხუცეს წევრს ვლადიმერ უზნაძეს გადასცა.
ხმათა უმრავლესობით კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ არჩეულია დავით ლეონიძე, ხოლო მოადგილედ ზურაბ ჯავახიშვილი.
კასპის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეულ საკრებულოს წარმოადგენს 34 დეპუტატი.
ახლად არჩეულ საკრებულოს წევრებს მიესალმა და წარმატებები უსურვა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ მერებაშვილმა.
R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები