„თეთრი ბაირაღები“ და „მარადისობის კანონი“ მაკედონურ ენაზე ითარგმნება

   2014 წელს, კულტურისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ნოდარ დუმბაძის ორი რომანის: „თეთრი ბაირაღები“ და „მარადისობის კანონი“ მაკედონურ ენაზე თარგმნა და გამოცემაა დაგეგმილი. ნოდარ დუმბაძის პირველი ლექსები თსუ-ს სტუდენტურ ალმანახში დაიბეჭდა. 1950 წლიდან მისი ლექსები და იუმორისტული მოთხრობები ქართულ პრესაში სისტემატურად იბეჭდებოდა. მისი მოთხრობების პირველი კრებული „სოფლელი ბიჭი“ 1960 წელს გამოქვეყნდა. მწერალს აღიარება და მკითხველის სიყვარული პირველივე რომანებმა მოუტანეს. 1975 წელს მას რომანებისა და მოთხრობებისათვის რუსთაველის პრემია მიენიჭა. ნოდარ დუმბაძის თხზულებები თარგმნილია ინგლისურ, რუსულ, უკრაინულ, მოლდავურ, სომხურ, აზერბაიჯანულ, ფრანგულ, გერმანულ, ესპანურ, პოლონურ, იაპონურ, თურქულ, არაბულ და სხვა ენებზე. დუმბაძის ოთხივე რომანი პიესებად გადაკეთდა და საქართველოსა და უცხო ქვეყნების სცენებზე დაიდგა, გადაღებულია კინოფილმები: „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (1962 წ. რეჟისორი თენგიზ აბულაძე); „მე ვხედავ მზეს“ (1965 წ. რეჟ. ლანა ღოღობერიძე); „გზა მშვიდობისა, ჯაყო!“; („ნუ გეშინია, დედას!“ მიხედვით, 1972 წ. რეჟ. მერაბ კოკოჩაშვილი). გურამ ასათიანი მწერლის შესახებ ამბობდა: „ნოდარ დუმბაძე ადამიანთა იმ იშვიათ მოდგმას ეკუთვნის, რომელთა სულშიც პირადი ტკივილი სხვებისათვის შვების მოტანის ცხოველმყოფელ წყურვილს აღვიძებს.“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები