საქართველო პეკინში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კვირეულში მონაწილეობს

17-21 ოქტომბერს პეკინში the grand canal museum of beijing არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კვირეულს უმასპინძლებს.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნულ პავილიონში წარმოდგენილი იქნება:
ქართული ტრადიციული სამოსი და სამკაული;
ქსოვილები, ღვინის ჭურჭელი;
თანამედროვე გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები;
კულტურული პროგრამა კი ასეთია:
ქართველი ხელოვანების მასტერკლასები, გამოყენებითი ორნამენტისა და ანბანის თემატიკაზე;
ანსამბლ „დიდგორის“ ფოლკლორული მუსიკის კონცერტი.
ღონისძიება მიზნად ისახავს ტრადიციული ხელოვნების პოპულარიზაციას საერთაშორისო ასპარეზზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები