კორეაში ფრინველის გრიპის ახალი სახეობა H5N6 გავრცელდა

სამხრეთ კორეაში, ფრინველის გრიპის გავრცელების გამო, კარანტინი გამოცხადდა.
ჩილა-პუქტოს პროვინციაში მდებარე ერთ-ერთ ფერმაში, ფრინველის გრიპის გამო, 12 300 ფრინველი დაიღუპა.
სამხრეთ კორეის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ქვეყანაში არსებულ ყველა ფერმაში, ფრინველის ვირუსის H5N6 გავრცელების პრევენციის მიზნით, ღონისძიებები ჩაატარა.
ანალიზების ჩატარების შედეგად, ერთ-ერთ ფერმაში ვირუსის ახალი სახეობა H5N6-ის გავრცელების ფაქტი დადასტურდა. 166 ცენტრი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადეზინფექციო სამუშაოებს ჩაატარებს.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად, “ფრინველის გრიპი“ არის ფრინველის ინფექციური ვირუსული დაავადება, რომელიც ხშირად სიმპტომების გარეშე ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები