ამერიკელი სერიული მკვლელი საავადმყოფოში გარდაიცვალა

ამერიკელი სერიული მკვლელი, 83 წლის ჩარლზ მენსონი, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სერიული მკვლელი 1960-იანი წლების ალტერნატიული კულტურის(ბნელი მხარის) ლიდერი იყო, რომელიც თავის მიმდევრებს სასტიკი მკვლელობის ჩადენისკენ მოუწოდებდა.
კალიფორნიაში, ბაკერფილდის საავადმყოფოში, მენსონი კვირას, ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.
1969 წელს, მისმა მიმდევრებმა, რომლებიც „მენსონის ოჯახის“ სახელით იყვნენ ცნობილნი, 7 ადამიანი მოკლეს, მათ შორის, ორსული ქალბატონი, რომელიც ჰოლივუდის მსახიობი და რეჟისორ რომან პოლანსკის მეუღლე იყო.
მენსონის ერთ-ერთმა მიმდევარმა, რომელმაც ორსულ ქალბატონს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, მისი სახლის კართან, სისხლით „ღორი“ დაწერა. მსახიობის სახლში მენსონის მიმდევრებამა, კიდევ ოთხი ადამინი მოკლეს. მეორე დღეს კი, ლოს-ანჯელესში „მენსონის ოჯახის“ წევრებმა, ახალგაზრდა წყვილი როსმერი და ლენო რაბიანკა სასტიკად აწამეს და მოკლეს.
ჩარლზ მენსონმა, ნარკოტიკებისა და ქარიზმის კომბინაციით, მისი მიმდევრები დაარწმუნა, „მენსონის ოჯახის” წევრები გამხდარიყვნენ. ახალგაზრდა ქალბატონები, რომლებსაც სჯეროდათ, რომ ჩარლზი ქრისტეს რეინკარნაცია იყო, მარტივად თანხმდებოდნენ „მენსონის ოჯახში” გაწევრიანებაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები