მიხეილ გიორგაძე: ოპტიმიზაცია გულისხმობს როგორც საკადრო, ასევე, ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციას

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის განცხადებით, ოპტიმიზაციის მასშტაბებსა და კონკრეტულ ციფრებზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც სტრუქტურა ჩამოყალიბდება. მისი თქმით, ცვლილება დარგობრივ ნაწილს ყველაზე ნაკლებად შეეხება. როგორც მინისტრი აცხადებს, გაერთიანების დროს, ოპტიმიზაციის ყველაზე მეტი საშუალება ადმინისტრაციული ხარჯების ნაწილშია.
„საბოლოო მასშტაბს ის სტრუქტურა გვაჩვენებს, რომელიც ერთიანი უწყების ლოგიკაში ჩამოყალიბდება. როგორც კი სტრუქტურა ჩამოყალიბდება, შეგვეძლება, კონკრეტულ მასშტაბებზე ვისაუბროთ. ოპტიმიზაცია გულისხმობს როგორც საკადრო, ასევე, ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციას, რაც არის ტრანსპორტი, კომუნიკაცია, ადმინისტრაცია და ასე შემდეგ. როგორც კი სტრუქტურა მზად იქნება, ჩვენ დეტალურად გავივლით თითოეულ ადამიანს, თითოეულ შტატს, ფუნქციიდან გამომდინარე. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ერთიანი სტრუქტურისთვის საუკეთესო შემადგენლობა შეირჩეს”, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები