კენიის დასავლეთში მომხდარი ავტოავარიის შედეგად, სამარშრუტო ტაქსის ყველა მგზავრი დაიღუპა

სულ ცოტა, 12 ადამიანი დაიღუპა და 2 დაშავდა სამარშრუტო ტაქსის მომხდარი ავტოავარიის შედეგად, კენიის დასავლეთში. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა – Daily Nation“-ი პოლიციაზე დაყრდნობით წერს. ინციდენტი კვირას, ღამით მოხდა, ქალაქების, ელდორეტისა და ნაკურუს შემაერთებელ გზაზე.
როგორც ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელი – ჯაფეტ კიოკო აცხადებს, სამარშრუტო ტაქსი ჯერ ძროხას დაეჯახა, რის შემდეგაც მიმართულება დაკარგა და სატვირთო მანქანას შეეჯახა.
„11-ვე მგზავრი და მძღოლი შემთხვევის ადგილზე დაიღუპნენ“, – აცხადებს პოლიციელი.
სატვირთო მანქანის მძღოლმა და მისმა ერთმა მგზავრმა კი სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღეს, ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში მოათავსეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები